კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მსოფლიოში. გასულ დღე-ღამეში 17 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა წინა წელთა შედარებით რთული იყოს. პანდემიის წარმოშობის გამოსაკვლევად ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთის ქალაქ უხანში ჩადიან. მონაცემების მატების გამო, შეზღუდვები მკაცრდება ზოგიერთ ქვეყანაში. ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება პორტუგალიაში, რეგულაციებს ამკაცრებს შვეიცარია.
ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული რაოდენობის შემთხვევები დადასტურდა ესპანეთში. ჩინეთში კი ბოლო 8 თვეში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.