29 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინა

კონტრაბანდული თამბაქო ქართულ ბაზარზე - აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 6 ფაქტი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 6 პირი, რომელთა შორის 2 დაკავებულია.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 8400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება და სატრანსპორტო საშუალებები, რომლითაც ხდებოდა უაქციზო საქონლის გადაზიდვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები