29 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრას" ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდნენ, ასეც მოიქცევიან.

ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" ხელიდან უნდა გამოგლიჯოს საარჩევნო სისტემის ძირფესვიანად შეცვლა."

"მოქალაქეების" ლიდერი იმედოვნებს, რომ მეხუთე რაუნდი ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით იანვრის ბოლომდე გაიმართება.

"ჩვენ ველოდებით მე-5 რაუნდს, თუ ის არ ჩატარდება, ჩვენ მოვიფიქრებთ შემდეგ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. იანვრის ბოლომდე უნდა მოხდეს ეს, იმის იქით ამის გაწელვა კი უპასუხისმგებლობა იქნება. ყოველთვის ვამბობდით ჩვენ, რომ მოთხოვნების ეროვნული ქვაკუთხედი არის არჩევნების წესის ძირფესვიანი ცვლილება. 

ჩვენ არავის აღარ ველოდებით, სულ რომ მარტო შევიდეთ პარლამენტში, მარტო შევალთ. დაგვემხო ეს ქვეყანა თავზე და აღარ არის გაბუტვის დრო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები