აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.
ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის 10 რესპუბლიკელი იყო.
ტრამპი, რომელიც პოსტს 20 იანვარს ტოვებდა, პირველი პრეზიდენტია აშშ-ს ისტორიაში, ვისაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს.
დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.