29 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
შეერთებულ შტატებში ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, ქალი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

შეერთებულ შტატებში ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, ქალი პატიმარი სიკვდილით დასაჯეს.

ბრალდებული მისურის შტატში 8 თვის ორსული ქალის გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს.

ლიზა მონტგომერიმ გარდაცვლილი ქალის სხეულიდან ნაყოფი ამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სიკვდილსმისჯილის და არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ბავშვობაში ლიზა სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის სისტემატური მსხვერპლი იყო, მსგავსი შემთხვევები კი ადამიანს რადიკალურად ცვლის.

1953 წლის შემდეგ შეერთებული შტატების მთავრობას ქალი პატიმრის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოუყვანია.

დღის ამბები