29 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს "ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, საქართველოს, ამ წუთში, "ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა აქვს. 

"საქართველოს ამ წუთში "ფაიზერის" ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა აქვს. ქვეყანა ვაქცინას იყიდის "კოვაქსის" პლატფორმიდან, წინასწარი შენატანი გადახდილია. ქვეყანა, ასევე მზად არის, თუ ვინმე პირდაპირ მოგვაწვდის ამ ვაცინას, ვიყიდოთ პირდაპირ მწარმოებლისგან. "კოვაქსის" ალტერნატიული ბაზარი არის პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შეუძლებელია პირდაპირ ამ ვაქცინების მიღება,"-აცხადებს იმნაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოტანას უზრუნველყოფს, იანვრის ბოლომდე იქნება განხორციელებული.

"კოვაქს პლატფორმიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული, დადასტურებული, რომ ისინი მზად არიან მოგვაწოდონ ჩვენ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინა. ამ ეტაპზე საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში Pfizer-ის ვაქცინას დაემატოს სხვა ვაქცინებიც და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ "ასტრაზენეკაზე" ხელმისაწვდომობაც გაუჩნდებათ ჩვენს მოქალაქეებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღის ამბები