გაეროს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ თუ სკოლები კიდევ ერთი წლით დაიხურება, მისი საფასური გამანადგურებელი იქნება, შედეგებს კი მომავალი თაობები იგრძნობენ.
UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიოში მოსწავლეების მესამედს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება, რის გამოც ბავშვების წერისა და კითხვის საბაზისო უნარები დაზარალდა. მისივე განცხადებით, შეზღუდვების მოხსნისას პირველ რიგში სკოლები უნდა გაიხსნას.