29 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
მაიკ პენსმა დონალდ ტრამპის გადასაყენებლად კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი თქვა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა დონალდ ტრამპის გადასაყენებლად კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებაზე უარი განაცხადა.

ის თავის წერილში, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის გაუგზავნა, წერს თუ რატომ არ გამოიყენებს 25-ე შესწორებას და რატომ არის ცუდი იდეა იმპიჩმენტის გამოყენება.  

"არ მჯერა, რომ პრეზიდენტობის ვადის დარჩენილ 8 დღეში ჩემი მხრიდან 25-ე შესწორების გამოყენება ქვეყნის ინტერესებში იყოს ან კონსტიტუციას შეესაბამებოდეს. გასულ კვირას მე არ დავნებდი ზეწოლას ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამომეყენებინა არჩევნების შედეგების დადგენის პროცესში, ახლა კი არ ვაპირებ წარმომადგენელთა პალატაში პოლიტიკური თამაშები ვითამაშო ჩვენი ერისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. ამგვარად, 25-ე შესწორების გამოყენება საშინელი პრეცედენტი იქნებოდა. მოვუწოდებ კონგრესს, თავი აარიდონ იმგვარ ქმედებებს, რაც მომავალში გაყოფასა და გამწვავებას ემსახურება. იმუშავეთ ჩვენთან ერთად, რომ ტემპერატურა დავწიოთ და მოვამზადოთ ქვეყანა არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის,“ - აცხადებს მაიკ პენსი. 

დღის ამბები