სამართალდამცველებმა ჰონდურასში 25 კილო კოკაინი ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება საზღვაო პოლიციამ გემზე ნახა. კოკაინის შეკვრები კოლუმბიელი ნარკობარონის - პაბლო ესკობარის პირადობის მოწმობის ფოტოებით იყო ბრენდირებული. ჰონდურასის პოლიციის ინფორმაციით, კონტრაბანდისტებმა ადგილიდან გაქცევა მოახერხეს.
ცენტრალური ამერიკა და მექსიკა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან შეერთებული შტატების ბაზრებისთვის განკუთვნილი კოკაინის ძირითადი სატრანზიტო ადგილებია.