29 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
უხვი ნალექის შედეგად მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა

უხვი ნალექის შედეგად მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა.

ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ ქედის მუნიციპალიტეტში წონიარისი-კანტაური-ტიბეთას საავტომობილო ხიდი დააზიანა.

ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შემოვლითი გზით ხდება. უხვმა ნალექმა დააზიანა ხულოში, სოფელ დიდაჭარა-საციხური-გელაურის საავტომობილო გზაც.

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტშიც.

წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოწვა სოფელ ბრილში. მეწყრულ პროცესებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები