29 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის განვითარების საკითხზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება

მთიანი ყარაბაღის განვითარების საკითხზე რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ საუბარია სამი ქვეყნის ლიდერების განცხადების ტექსტში, რომელიც კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

"სამუშაო ჯგუფი 2021 წლის 1 მარტამდე წარმოადგენს მხარეების მიერ მაღალ დონეზე დასამტკიცებლად ღონისძიებათა რეალიზების შესახებ ჩამონათვალსა და გრაფიკს, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ახალი ობიექტების აღდგენასა და აღჭურვას, საერთაშორისო გადაზიდვების შესრულებასა და უსაფრთხოების დაცვას, რომელიც განხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები