ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. დონალდ ტრამპმა 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჯო ბაიდენის მოახლოებული ინაუგურაციის გამო, ქალაქის მასშტაბით ეროვნული გვარდიის 15 000-მდე წევრი განთავსდება.
დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღეს კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლთან. გამოძიების ფედერალური ბიურო 50 შტატში შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.