29 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
საგარეჯოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს სამართალდამცველებმა კახეთში. დაკავებულია ერთი პირი. 40 წლის მამაკაცის აყვანა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.

მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

მამაკაცს იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები