29 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში Gruzja-იას ნაცვლად Sakartvela-ს გამოყენება დააკანონა

ლიეტუვამ ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად "საქართველოს" გამოყენება დააკანონა. ლიეტუველები დღემდე საქართველოს "გრუზიას" უწოდებდნენ. ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2 წლის წინ მიიღო.

ახალი სახელწოდების დამკვიდრებისთვის, საზოგადოების მხრიდან სახელის მიღების მზაობის შესაფასებლად გარდამავალი პერიოდი გახდა საჭირო. სახელწოდების შეცვლა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება.

ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით 2018 წლის 24 მაისიდან დამკვიდრდა. 

დღის ამბები