ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის სახლი გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფეისბუკით" თავად ხათუნა ლაგაზიძე ავრცელებს.
"საინტერესოა, რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს," - წერს ის სოციალურ ქსელში.
რა წაიღეს მძარცველებმა სახლიდან, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა.