29 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ეს არის დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება - ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას გაქცევას უწოდებს.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს ამ გზით პასუხისმგებლობის არიდება სურს. 

"პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, "ქართულ ოცნებას" და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის, უბრალოდ, დეკლარირებული გაქცევა, როდესაც არ უნდა პასუხისმგებლობის აღება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მთავარი ლაიტმოტივი, არის ოპოზიციის ლანძღვა-გინება, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა, იმიტომ რომ სხვა სათქმელი ამ ადამიანს არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ქვეყანა დეფოლტის წინაშეა, მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც უკვე მიუახლოვდა საკონსტიტუციო ზღვარს, ამიტომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ზუსტად მას,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები