29 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
მოძრაობამ "ჰუმანურობისათვის" ამნისტიის მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა

მოძრაობამ "ჰუმანურობისათვის" ამნისტიის მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა. ევროპის მოედანზე პატიმრების ოჯახის წევრები, ადვოკატები და ნათესავები შეიკრიბნენ.

ისინი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ კანონპროექტში აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება რომლის მიხედვითაც ის შეეხება ყველა მსჯავრდებულს,წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება საყოველთაო ამნისტია. 

მათი თქმით, პანდემიის ფონზე კანონპროექტი უფრო ჰუმანური უნდა გახდეს.

დღის ამბები