მიწისძვრა თურქეთში - 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ანკარაში იგრძნობოდა. ეპიცენტრი კალეჯიკის რაიონში, 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 22 საათსა და 53 წუთზე მოხდა.
ანკარის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.