ილინოისელი კონგრესმენი მერი მილერი საზოგადოების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა.
მიტინგზე გამოსვლისას მან საზოგადოებას ადოლფ ჰიტლერის ცნობილი ფრაზით მიმართა.
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე არჩევნებს მოვიგებთ, მაინც წაგებულნი დავრჩებით და ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენი ბავშვების გულებს არ მოვიგებთ. ჰიტლერი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ იმ ქვეყანას, რომელსაც ახალგაზრდობა ჰყავს, მომავალი აქვს," - განაცხადა კონგრესმენმა.