ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
სპეციალისტების შეფასებით, ილონ მასკის ქონება 185 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის აქტივების საერთო ღირებულება 184 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აშშ-ში საფონდო ვაჭრობა ჯერ კიდევ გრძელდება. შესაძლოა, მონაცემები კვლავ შეიცვალოს.