უამინდობამ ესპანეთში პრობლემები შექმნა. დაბალი ტემპერატურისა და თოვლის გამო გაუქმდა ავიარეისები და შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
მადრიდის ჩრდილოეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჰაერის ტემპერატურა -35 გრადუსამდე დაეცა, რაც ესპანეთის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მოთოვა მადრიდშიც, სადაც -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.
შტორმის შედეგად, ძლიერი ქარი და წვიმა იყო კანარის კუნძულებზეც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით ყინვა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.