სტიქიის ზონაა შიდა ქართლში - კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, დაუდევრობა იყოს.
"იწვის ნიადაგის საფარი, ბუჩქები და ხეები, ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ქვეითი ბრიგადები და ასევე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. იქიდან გამომდინარე, რომ ხანძრის ლოკაცია დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა.