აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუწოდებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, დემონსტრანტებს ტელეეთერით მიმართოს და დაგმოს საკუთარი მხარდამჭერების ქმედება.
ბაიდენმა განცხადება პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, პრეზიდენტი კარგია თუ ცუდი.
"მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, მიმართოს საზოგადოებას ტელეეთერით, შეასრულოს საკუთარი ფიცი და დაიცვას კონსტიტუცია," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
არჩეული პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ის დემოკრატიული სისტემა ამ წუთებში უპრეცედენტო შეტევის ქვეშაა.