29 ნოემბერი 2024,   04:56
ვრცლად
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც პარკ "ციცინათელაში" 2 ადამიანი დაჭრა, მათი ახლობლების მანქანის მისამართით კი ცეცხლი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარკ "ციცინათელაში“ მომხდარი დაჭრის საქმე გახსნა. დაკავებულია 31 წლის ახალგაზრდა. მას ედავებიან 7 აგვისტოს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, ძალადობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას.

მან 5 თვის წინ ურთიერთშელაპარაკების დროს ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, დანაშაულში მხილებული დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

ამ ეპიზოდსაც ჰყავს ერთი დაშავებული. ძებნილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავეს. 

დღის ამბები