29 ნოემბერი 2024,   04:58
ვრცლად
საქართველოს, შესაძლოა, ვაქცინა გაზაფხულზე ჰქონდეს - ინიციატივით ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოდიან

საქართველოს შესაძლოა ვაქცინა გაზაფხულზე ჰქონდეს - ამ ინიციატივით გამოდიან ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შეიმუშავოს გამარტივებული მექანიზმი, რომელიც "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას გაუმარტივებს.

"ეს მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იქნება, რომელსაც პარტნიორი სახელმწიფოების მთავრობები და ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოება დააფასებს“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში. 

დღის ამბები