29 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
საფრანგეთის რესპუბლიკამ ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელი და საქართველოს რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

საპატიო ლეგიონის ორდენი (Ordre national de la Légion d"honneur) საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა და მას საფრანგეთის პრეზიდენტი უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს.

დღის ამბები