29 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 14 839 კვლევა ჩატარდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 839   კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 331, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 103, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 151, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 35, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 921, აჭარაში - 359, იმერეთში - 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში - 364, აჭარაში - 92,    იმერეთში - 213. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში - 171,     აჭარაში - 18, იმერეთში - 34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211 - თბილისში,   455 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 154, აჭარაში - 45, ხოლო იმერეთში - 64.

სულ  6 ოქტომბრიდან - 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 235  პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 703 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 2 497," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები