29 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვები ერთი დღით იხსნება - რა ცვლილებებით ხვდება ქართული ეკლესია შობას კორონაპანდემიის პირობებში

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შობის დღესასწაულისთვის ემზადება. დღეს საღამოდან ტაძრებში საშობაო მსახურება გაიმართება. დღესასწაულის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ერთი დღით იხსნება.

დღეს საღამოს 9 საათზე თავისუფლად გადაადგილება არ აიკრძალება. გადაწყვეტილება ძალაშია მხოლოდ 24 საათით. თუმცა, ისევ არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხვალინდელი ალილოს მსვლელობაც მრევლის გარეშე ჩაივლის.

დღეს საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღასრულებს. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება 23:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები