29 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის კანონპროქტი - ირაკლი კობახიძე

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით მიიღებს. რიგგარეშე სესიამდე კანონპროექტის განხილვა ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტებში გაიმართა.

მომზადებული პროექტით, შეღავათები გავრცელდება ისეთ მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. დაჩქარებული წესით განხილულ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტი საბოლოოდ რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.

ავტორებს აქვთ მოლოდინი, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ დაცული იქნება საზოგადოების უსაფრთხოებაც და ხელისუფლება გაითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპებს.

"ახალი ინსტრუმენტი გამოიყენება მეორე მოსმენის ეტაპზე. ეს არის გარკვეული სასჯელების შემსუბუქება, ნაცვლად სასჯელის სრული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. სიფრთხილით, მაგრამ მოხერხდა გარკვეული უბნები გვეპოვა, სადაც ეს შესაძლებელია, მაგალითად სადაც მძიმდება ქურდობის ნაწილში, ზიანის ანაზღაურების პირობით გავრცელდება ამნისტია. ასევე გვაქვს სიახლე 260-ე მუხლთან დაკავშირებით, ოდნავ მძიმე დანაშაულსაც შეიძლება შევეხოთ, მაგალითად ვინც მსჯავრს 260-მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით იხდის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

"სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და ნაწილი ამ კანონპროექტში, იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული. მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურადაც, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამა თუ იმ სეგმენტის განთავისუფლებას. შესაბამისად, რისკების აწონ-დაწონვა იყო ამ კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი მხარე. დაზუსტდება საბოლოო სურათი, მაგრამ რაც არის მოცემულობა, ვიდრე საბოლოოდ მიღებული იქნება მეორე მოსმენით, 1000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის კანონპროქტი,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები