29 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი ამ მომენტიდან მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო საქმიანობაში - არჩილ თალაკვაძე

ორთვიანი პოლიტიკური პროცესის პირველი შედეგი - "ქართული ოცნების" დეპუტაციას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსი" უერთდება.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო სიის პირველ სამეულს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, დღეს პარლამენტი სიის მომდევნო წევრებისთვის უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს.

"ქართულ ოცნებასთან" ერთად მე-10 მოწვევის პარლამენტში იქნებიან დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე.

ასევე დეპუტატობაზე უარს არ ამბობს ავთო ენუქიძე, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" შემომწირველია და ის ცესკოში წარდგენილი სიის მეოთხე ნომერია.

დღეს პირველად, რიგგარეშე სხდომას "ქართული ოცნების" გარდა სხვა პარტიის წევრებიც დაესწრებიან. 

"უკვე ოპოზიცია წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებსა და საქმიანობაში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები