29 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის მქონე ადამიანის ყველა კონტაქტი უკვე შესწავლილია - თამარ გაბუნია

კორონავირუსის ახალ შტამთან, რომელიც საქართველოშიც დაფიქსირდა, ყველას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი შტამის ერთი შემთხვევის ყველა კონტაქტი უკვე შესწავლილია და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია გადასული. 

"მეცნიერული დასაბუთება არ გვაქვს იმაზე, რომ ვივარაუდოთ რომელ ჯგუფს უფრო აზიანებს ახალი შტამი. ერთადერთი, რაც ცნობილია, მისი გავრცელების სისწრაფე არის უფრო მეტი, ვიდრე პირვანდელი ვერსიის შემთხვევაში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები