29 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა

ძლიერი ქარის გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა.

ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას ახალი კერები გაჩნდა სოფელ წოლაშიც.

ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე-მაშველი, ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია.

დღის ამბები