29 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
დედოფლისწყაროში "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილმა თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს

დედოფლისწყაროში "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" ყოფილმა თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს.

ისინი 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვენ და ხელმძღვანელ პირებს დაპირებებს ახსენებენ. 

მათი ინფორმაციით, ბაზიდან ნავთობის გატანის მიუხედავად, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ აანაზღაურა. 

აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა  დღემდე ვერ მოხერხდა, კომპანია კი უკანონოდ  ახორციელებს ტარიბანას ველზე ნავთობმოპოვების სამუშაოებს. 

დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვებაზე დასაქმებული 84  თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის მიღებასთან ერთად სამსახურში აღდგენადაც ითხოვს. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კუთვნილი ხელფასის მიღება მოითხოვეს. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები