ნენსი პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კიდევ ერთხელ აირჩიეს. პელოსის სასარგებლოდ 216-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 209 წავიდა.
აღსანიშნავია, რომ მას მხარი წარმომადგენელთა პალატის ხუთმა დემოკრატმა წევრმა არ დაუჭირა. სიტყვით გამოსვლისას ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ კონგრესს მუშაობა განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწევს.