29 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს

ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

"დეტექტვ-ინფოს" ცნობით, "ლავასოღლი" უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. გორაძეს აეროპორტში შემოწმებისას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს. მედიის ინფორმაციით, "ლავასოღლი" მინსკში დეპორტაციის შემთხვევაში ვენების გადაჭრით იმუქრებოდა.

"ყველა ვადა ამოიწურა და ბელარუსმაც მოგვთხოვა, რომ წაიყვანეთ თქვენი ძებნილი პატიმარი, რატომ არ მოხდა მისი წამოყვანა ვერ გეტყვით. მაშინ ბელარუსის ხელისუფლება იძულებული იყო რომ ასევე მოეხდინა დეპორტაცია და გაამგზავრეს უკრაინაში. გუშინ უკრაინამაც არ მიიღო, ცდილობდნენ რომ უკან გამოემგზავრებინათ, ის წინააღმდეგი წავიდა და ამ ბოლო ინფორმაციით არ ვიცით ისევ ოდესის აეროპორტშია თუ სადმე გადაიყვანეს," - აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები