29 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
ბათუმში 44 წლის მამაკაცი მოკლეს - პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა

მკვლელობა "ოცნების ქალაქში" - ბათუმში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები ერთმანეთს 44 წლის გია ბოლქვაძის სახლში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაც მოგვიანებით მეჩეთთან ბოლქვაძის მკვლელობით დასრულდა.

ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიჭრა 27 წლის მამაკაცი, ის კლინიკაშია გადაყვანილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ორი მამაკაცი - 1977 წელს დაბადებული გ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო გ.ა.- ს ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები