29 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"ეს ცხოვრება ცვალებადია, ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას შობა და ახალი წელი მიულოცა - ილია მეორე ამბობს, რომ მომავალს იმედით უყურებს.

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას მოგესალმებით, სრულიად საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და ყოველ ადამიანს. ახალი წლის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს : "მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, იღებდეთ და განგეღოს თქვენ“.

ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს, ეს ცხოვრება ცვალებადია, ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. ღმერთს უყვარს ადამიანი, ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი. "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განსჯაი ძმისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა".

ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი.

გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეს შობის დღესასწაულს. იმედი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთან არს ღმერთი, დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – აღნიშნავს ილია მეორე მილოცვაში.

დღის ამბები