29 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა - "საქსტატი" ნოემბრის თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ნოემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

"საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი 11 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.9%-ია.

"სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იანი ვარდნა. 11 თვის საშუალო მაჩვენებელი აქედან გამომდინარე -5.9%-ია.

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.

დანარჩენ სექტორებში გამოვლინდა კლების ტენდენცია, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობის, შემცირება მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გართობის, დასვენების და ვაჭრობის სექტორებში," - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები