29 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა - კელი დეგნანი საქართველოს ახალ წელს ულოცავს

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ახალ წელს ულოცავს. ელჩი მისალოც ტექსტში ამბობს, რომ 2020 წელი რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო.

"ეს წელი მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანისთვის რთული იყო, გაურკვევლობის, ცვლილებებისა და ძალიან დიდი დანაკარგის გამო. ასეთ დროს ვაცნობიერებთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ოჯახი, მეგობრები და კოლეგები და რამდენად ვაფასებთ ერთად გატარებულ დროს. 2020 წლის გამოწვევებმა ხელი ვერ შეგვიშალა, გვეპოვა ახალი გზები საქართველოში ჩვენი მნიშვნელოვანი საქმის გასაგრძელებლად. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენი რამის წარმატებით შესრულება შეგვიძლია ერთად მუშაობით.

კოვიდი ვერ შეგვიშლის ხელს! პანდემიის დაწყებისთანავე მთელი ჩვენი გუნდი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გაერთიანდა. თქვენმა საქმემ, პირდაპირი მნიშვნელობით, გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. ამერიკელებმა და ქართველებმა აჩვენეს, რომ ჩვენ შეგვიძლია და ერთად ვიდგებით, მიუხედავად გამოწვევებისა. სხვათაშორის, ამ კარგმა საქმემ მათი ყურადღებაც მიიპყრო, ვინც საქართველოში ადრე მსახურობდა. მომწერეს ელექტრონული ფოსტით, დამიტოვეს შეტყობინებები და გამომიგზავნეს ვიდეოები, რათა გაეზიარებინათ მოგონებები მათი არაჩვეულებრივ მეგობრებისა და საქართველოს შესახებ, თუ რა ენატრებათ ყველაზე მეტად და როგორ გისურვებენ უსაფრთხო და წარმატებულ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით.

მხოლოდ დიდებულ ქვეყანას შეუძლია ამდენი მეგობრის შეძენა და ასეთი თბილი და ხანგრძლივი მოგონებების შექმნა. ჩემი თბილისში ყოფნის 11 თვის თავზე, მეც არაჩვეულებრივი მოგონებები დამიგროვდა, ამ მშვენიერი ქვეყნის აღმოჩენით, ახალი მეგობრების შეძენითა და საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობით. ახალ წელს მეტის გაკეთების მოუთმენელი სურვილით ველი. საქართველოში აშშ-ის მისიის წევრებისა და სანტას სახელით მინდა ყველას მოგილოცოთ სადღესასწაულო სეზონი და ჯანმრთელი და ბედნიერი ახალი წელი გისურვოთ. გაუმარჯოს! გილოცავთ ახალ წელს,"- აღნიშნავს კელი დეგნანი

დღის ამბები