29 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ანგელა მერკელის განცხადებით, პანდემიის გამო თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე იყო - ის კანცლერის პოსტს 15 წელია იკავებს

კორონავირუსმა წელს ყველა სხვა ამბავი გადაფარა ან გავლენა მოახდინა. თუმცა, გლობალური პანდემიის ფონზეც კი მსოფლიოში არაერთი რამ მოხდა, რამაც საათებით მაინც შეცვალა საინფორმაციოების დღის წესრიგი და მთავარი ამბის სტატუსი მოიპოვა. ირანელი გენერლის მკვლელობა, ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება, 6 კვირიანი ფართომასშტაბიანი ომი საქართველოს სამეზობლოში.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, პანდემიის გამო კანცლერის თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე წელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე.

"ცხრა თვეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მე კენჭს აღარ ვიყრი, ამიტომ დღეს უკანასკნელად მოგმართავთ წინასაახალწლოდ. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით, შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინაციასაც ვიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები