29 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 710 თბილისში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  13 030   კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  227 420-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 211 727-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 239, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 130, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 105, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   2 315, აჭარაში - 451, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი, მათ შორის, თბილისში - 466, აჭარაში - 98, იმერეთში - 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 28, იმერეთში - 49. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 443 - თბილისში, 512 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 891 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 71, ხოლო იმერეთში - 68.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 132 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 813 პირი, აჭარაში - 2 728, იმერეთში - 3 644," - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

დღის ამბები