29 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით გაიმართება

საახალწლო ღონისძიებები, დედაქალაქში, პანდემიის გამო განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდა მუსიკოსები შეასრულებენ, ძველი თაობის მომღერლები კი საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის აივნებიდან პირდაპირ ეთერში იმღერებენ. მოქალაქეებს წელს პირველად არ მიეცემათ კონცერტზე დასწრების საშუალება. მსურველებს საახალწლო წარმოდგენის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ექნებათ.

"რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მათ მხოლოდ სატელევიზიო ეთერით ექნებათ შესაძლებლობა იხილონ კონცერტი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ისიამოვნებს ყველა, ვინც პირდაპირ ეთერში იხილავს ამ ღონისძიებას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ საახალწლო სამზადისში კულტურის ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

დღის ამბები