29 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, რაც გაიმართა დიპლომატების თხოვნით - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს, რომელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ჰქონდა კომუნიკაცია, თუმცა აცხადებს, რომ მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იყო. იმის დამადასტურებლად, რომ გარკვეულ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის სურვილი აქვს, ირაკლი კობახიძეს მოჰყავს ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა მათგანმა პარლამენტში განცხადებაც კი შეიტანა ანაზღაურებასთან დაკავშირებით:

"თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, ამას იმიტომ არ ვიტყვით, რომ ეს იყო ორმხრივი შეხვედრები, რაც დიპლომატების თხოვნით გაიმართა და იყო კონფიდენციალური. აქედან გამომდინარე ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ არ ვიტყვით, ვის, როდის და რაზე შევხვდით. დანარჩენი გამოჩნდება ბოლოს, როდესაც შედეგები დადგება. ჩვენი მთავარი სასაუბრო პოლიტიკურ პარტიებთან არის საარჩევნო რეფორმა.

ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს აქვთ სურვილი შემოსვლის, ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი და ბუნებრივია საბოლოო ჯამში ამისგანაც გათავისუფლდებიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციის უმრავლესობასთან, ანუ 8-იდან 5 პარტიასთან, კონსულტაციები ელჩების გარეშეც ჰქონდათ. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ პროცესში "ოცნების" რამდენიმე წევრთან ერთად, პირდაპირ თუ ირიბად თავადაც მონაწილეობდა. უმრავლესობის ლიდერი ვარაუდობს, რომ 2021 წლის პირველ თვეებში 3-ზე მეტი ოპოზიციური პარტია შევა.

დღის ამბები