29 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. არჩევნები დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით. მის გარდა, არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი იყო, ლაშა ხურციძე და გოჩა სვანიძე.

საარჩევნო საანგარიშო ყრილობა მშვიდ გარემოში წარიმართა. რეგისტრაცია 20-მა დელეგატმა გაიარა, დაფიქსირდა 43 ხმა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ქვორუმისთვის

"მადლობა მინდა გადავუხადო  ჩემს ოპონენტსაც, მხარდამჭერებსაც, იმ ადამიანებსაც, ვინც მხარი არ დამიჭირა, ვინც არ გამოცხადდა. ალბათ ეს მათი ნება სურვილი იყო. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და მე იმედი მაქვს, რომ  ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის. აქ არის ერთიანობა, ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, ქართული რაგბი დაზარალდება პირველ რიგში და არა რომელიმე პერსონა,“ - ამბობს ირაკლი აბუსერიძე. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 


 

დღის ამბები