29 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში "ასტრაზენეკას" მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა - პრეპარატს შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება

გაერთიანებულ სამეფოში ოქსფორდის კვლევითი ცენტრისა და "ასტრაზენეკას" მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ "ასტრაზენეკას" მიერ შექმნილი ვაქცინით, იმუნიზაციის პროცესი იანვრიდან დაიწყება.

ახალ პრეპარატს "ბიოტექისა" და "ფაიზერის" მიერ შექმნილი ვაქცინისგან გასხვავებით, შენახვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და მისი ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია. "ასტრაზენეკაში" აცხადებენ, რომ 2021 წლის განმავლობაში კომპანია 3 მილიარდი ვაქცინის დოზის წარმოებას გეგმავს.

"ეს არის შესანიშნავი ახალი ამბავი, ამ დილით ოქსფორდისა და ასტრაზენეკას მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა. კომპანიასთან გაერთიანებულ სამეფოს 100 მილიონი დოზის მიწოდების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, 4 იანვრიდან ვაპირებთ დავიწყოთ ორივე პრეპარატით აქტიური ვაქცინაცია," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა. ​

დღის ამბები