29 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"

2020 წელს მსოფლიოში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 50 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ  საერთაშორისო ორგანიზაციის – "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, იზრდება ჟურნალისტების მკვლელობების რიცხვი მშვიდობიან ქვეყნებში. მაგალითისთვის, თუ 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევების 58% ომით მოცულ ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებზე მოდიოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 32%-მდეა შემცირებული.

ამგვარად, გასული წლის განმავლობაში მედიის წარმომადგენლების გარდაცვალების შემთხვევების 68% მშვიდობიან ქვეყნებში აღირიცხა. ყველაზე მეტი ჟურნალისტი 2020 წელს მექსიკაში მოკლეს.

დღის ამბები