რამდენიმე საათის წინ ანკარაში ჩინური ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. ოფიციალური ანკარა დამატებით გერმანულ-ამერიკული კომპანიების წარმოებული ვაქცინის 30 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.
პარალელურად, კორონავირუსის ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, კოლორადოში.
ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ამ ეტაპზე მის კონტაქტებს იკვლევენ. ვირუსის ახალი სახეობა დადასტურდა ჩილესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.
დანიაში კი მონაცემების მატების გამო კარანტინი 17 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაძლოა, კომენდანტის საათმა საღამოს 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე გადაიწიოს საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში.
ეპიდსიტუაციის გართულების გამო შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებას განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც.