სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ორივე მათგანი თეთრიწყაროში მაშინ აიყვანა, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ.
16 წლის მოზარდებს ბრალი ედებათ ჯგუფური ყაჩაღობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში. მათ 4-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ელოდებათ.