კორონავირუსის ბრიტანეთში გავრცელებული ახალი შტამი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, კოლორადოში დაფიქსირდა. ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია არ აქვს, ამ ეტაპზე მის კონტაქტებს იკვლევენ. ვირუსის ახალი სახეობა დადასტურდა ჩილესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.
დანიაში კი, მონაცემების მატების გამო კარანტინი 17 იანვრამდე გახანგრძლივდა.
საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა, კომენდანტის საათმა საღამოს 20:00 საათის ნაცვლად 18:00 საათზე გადაიწიოს. ეპიდსიტუაციის გართულების გამო, შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებას განიხილავენ დიდ ბრიტანეთშიც.