პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების ადგილობრივ წარმოებაში, მთავრობა ელექტროენერგიის დღევანდელ და ნაზარდ ტარიფს შორის სხვაობას 50%-ით 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.
"მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე.
ამ მიზეზის გათვალისწინებითაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში საკვები პროდუქტების დამზადების, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა 50%-ით 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე საბოლოო ფასში არ აისახება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.